ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლებმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ენდემური სახეობის 200-მდე ხე დარგეს. ბსუ-ს მკლევარებმა ღონისძიების ფარგლებში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ეზოში, ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის ეროვნული პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიაშია გამოყვანილი, კოლხეთის რელიქტური ტყეების გლობალური წითელი ნუსხისა და ენდემური სახეობების ლაფანისა და ჰართვისის მუხები დარგეს.
ღონისძიება ითვალისწინებდა დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი სახით აღდგენას, რომელიც კოლხეთის შეცვლილი კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებაცაა.
უკან |