ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ბსუ-ს მკვლევარი იზოლდა მაჭუტაძე UNESCO-ს „ღია მეცნიერების“ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს

სურათი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ - UNESCO-მ „ღია მეცნიერების“ სტრატეგიის შემუშავებისთვის მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 6 მეცნიერი შეარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძეა. ღონისძიების ფარგლებში მკვლევარმა UNESCO-ში გამართულ ფორუმში „მეცნიერება მშვიდობისა და განვითარებისთვის“ მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სტრატეგიის შემუშავებისას. სტრატეგიის მიზანია მეცნიერების ის მიღწევები გააცნოს ფართო საზოგადოებასა და ინოვატორ მეწარმეებს, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკის, ეკოლოგიის,  ტექნოლოგიის პოლიტიკის შემუშავებაზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა