ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომლის ნინო ქედელიძის ვიზიტი ვალნსიაში

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა მეცნიერ - თანამშრომელმა ნინო ქედელიძემ მონაწილეობა მიიღო 11-13 აპრილს, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გამართულ ევროპის ბიოტექნოლოგიის კონგრესში http://eurobiotech2019.eu/.

ნინო ქედელიძემ ავტორთებთან ერთად წარადგინა ორი საპოსტერო პრეზენტაცია თემებზე: 1.“Bioactive compounds and antioxidant activity of feijoa (Feijoa sellowiana berg.) cultivated in subtropical zones of Georgia”; 2.“The genetic monitoring of natural and agro­  e­­co­­system”. პრეზენტაცია ეხებოდა მცენარეებს, რომლებიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, განსაკუთრებით კი გააჩნია ანტიოქსიდანტური პოტენციალი. ასევე ნინო ქედელიძემ წარადგინა კვლევა ბუნებრივი და აგროეკოსისტემების  გენეტიკური მონიტორინგის შესახებ.  

კონგრესი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ევროპის ბიოტექნოლოგთა საზოგადოებისა (Eurobiotech) და ევროპის ბიოტექნოლოგთა ასოციაციის (EBTNA) ორგანიზებით გაიმართა. მასში 25 ქვეყნის მეცნიერ-თანამშრომელი და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა