8-11 ივლისს, ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის და ტყის ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი სონგ ვეინინგი( Song Weining), რომელთანაც ინსტიტუტი თანამშრომლობს 2015 წლიდან ხორბლის ჟანგებისა კვლევისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. ორი მხარის ერთობლივი სამეცნიერო ინტერესის საგანს წარმოადგენს მარცვლოვანთა და ვაზის ენდემური ნიმუშების მოლეკულური ბიოლოგიის უახლესი მეთოდებით დახასიათება.
ვიზიტის ფარგლებში შეგროვდა ხორბლის ყვითელი ჟანგას, ენდემური მარცვლოვნების და ვაზის რამდენიმე ნიმუში და ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ზოგიერთი ნიმუშიდან გამოყოფილი იქნა დნმ. კვლევა გაგრძელდება ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტში.
2018 წლის ივნისში ჩინური მხარის მიწვევით ზოია სიხარულიძე და ქეთინო ნაცარიშვილი იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის მარცვლოვანთა ბიოლოგიური სტრესის ლაბორატორიაში. 2016 წელს, აღნიშნულ ლაბორატორიაში 2 თვის განმავლობაში დოქტორანტი ქეთინო ნაცარიშვილი თავის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა
უკან |