25-27 მარტს, თბილისში, ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომლებმა გალინა მეფარიშვილმა და ზოია სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტის: TA 9500- „ფიტოსანიტარული ღონისძიებების მოდერნიზება საერთაშორისო ვაჭრობის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში ცენტრალური აზიის ქვეყნების საკოორდინაციო რეგიონული ცენტრის (CAREC) წევრი ქვეყნებისთვის გამართულ სემინარში.
სემინარზე განიხილეს მავნე ორგანიზმებზე დაკვირვების რეგიონული პროგრამის სამუშაო ვარიანტი. შეხვედრაზე გალინა მეფარიშვილმა წარადგინა მოხსენება საკარანტინო მავნე ობიექტების დიაგნოსტიკის შესახებ.
პროგრამა მიზნად ისახავდა ფიტოსანიტარული უსაფრთხოების ღონისძიებების მაქსიმალური გამოყენების გზით საგარეო ვაჭრობის ბარიერების შემცირებას, რაც დიდ როლს შეასრულებს ფიტოსანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების, ქვეყნებს შორის ინტეგრაციის, საკარანტინო მავნებლებზე ინფორმაციის გაცვლის და საბაჟო რეგულაციების შერბილების მიმართულებით.
სემინარში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ექსპერტები და ფიტოსანიტარულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მრავალი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ჩინეთი, საქართველო.
ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |