
თბილისში, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში” გამართული ბელარუსიის რესპუბლიკის გამოფენის ,,Made in Belarus”-ის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, საზაფხულო სკოლების ჩატარებას, გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. მემორანდუმი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ინიციატივით გაფორმდა.
უკან |