ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტი ეროვნული სამეცნიერო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ზოია სიხარულიძის სამეცნიერო პროექტი „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო პროექტის მიზანია, სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში იმუნოლოგიური და ეკოლოგიური გამოცდის საფუძველზე გამორჩეული ისეთი გენოტიპების იდენტიფიცირება, დარეგისტრირება და წარმოებაში დანერგვა, რომლებიც საქართველოში წარმოებულ ჯიშებს აღემატებიან ადაპტაციის უნარით, მოსავლიანობით, დაავადებების მიმართ გამძლეობითა და მარცვლის ხარისხით.

პროექტის ასევე ითვალისწინებს სემინარისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზებას ფერმერების, სელექციონერების, მარცვლის მწარმოებლების, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა