2-7 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გალინა მეფარიშვილმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა ცეცხლაძემ მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ფიტოსანიტარული უსაფრთხოება მიწათმოქმედების ეკოლოგიზაციის პირობებში“ მუშაობაში. გალინა მეფარიშვილი სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „საკარანტინო დაავადებების შესწავლა საქართველოში“, ცისანა ცეცხლაძემ მოხსენება „პომიდვრის ჯიშების გამძლეობა მთავარი სოკოვანი დაავადებებისა და ბაქტერიული ჭკნობის მიმართ“ წაიკითხა.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბოსტნეული კულტურების ეკონომიურად მნიშვნელოვანი დაავადებების შესწავლას. უკრაინელი კოლეგები ახორციელებენ მსგავს საინტერესო კვლევებს, ამდენად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის დამყარება მნიშვნელოვანი გახლდათ.
კონფერენციის ფარგლებში მომზადდა მემორანდუმი უკრაინის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტთან თანამშრომლობისათვის.
კონფერენცია მცენარეთა კარანტინის სამეცნიერო კვლევითი სადგურის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა .
სამეცნიერო კონფერენცია უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და მცენარეთა კარანტინის სამეცნიერო კვლევითი სადგურის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |