
16-23 ივნისს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსი ზოია სიხარულიძე და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ქეთინო ნაცარიშვილი ჩინეთში (ქ. იანგლინი) ჩრდილო-დასავლეთის აგრარულ და სატყეო უნივერსიტეტში (Northwest A&F University) იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ლაბორატორიების გაცნობასა და სასოფლო სამეურნეო კულტურების ბიოლოგიური სტრესის ლაბორატორიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მკვლევარებმა ვიზიტის ფარგლებში NWAFU-ს პროფესორებისა და სტუდენტთათვის სემინარი ჩაატარეს. ზოია სიხარულიძემ სემინარის მონაწილეებს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტშის სამეცნიერო კვლევების შედეგები გააცნო, ხოლო ქეთინო ნაცარიშვილმა უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე ისაუბრა.
უკან |