ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საერთაშორისო ვორკშოპი მაროკოში

სურათი

ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა  ზოია სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღო მაროკოში, ქალაქ  მარაკეში  გამართულ მარცვლოვანთა ჟანგების გლობალური მონიტორინგის საერთაშორისო ვორკშოპში ( BGRI ). ერთი კვირის განმავლობაში 51 ქვეყნის 300 წარმომადგენელმა ხორბლისა და მისი ძირითადი დაავადებების კვლევები წარმოადგინა. ვორკშოპზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილებისა და მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დაავადებების ლაბორატორიის ერთობლივი კვლევის შედეგები. ღონისძიების ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე გაიმართა სამეცნიერო ტრენინგები, მკვლევართა შეხვედრები და განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა