ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

CABI - აგრობიომრავალფეროვნებისა და ბიომრავალფეროვნების ბიოკონტროლის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეომეცნიერებათა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ჰანს პიტერ რავნიმ ლექცია წაიკითხა CABI - აგრობიომრავალფეროვნებისა  და ბიომრავალფეროვნების ბიოკონტროლის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის შესახებ. პროფესორ ჰანს პიტერ რავნისა და ახალგაზრდა მკვლევარის მათიას იუსტ იუსტესენის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში მსოფლიო წითელი ნუსხის სახეობის ნორდმანიის ფიჭვის დანიაში გავრცელებული მავნებლის  ,,Leucopis hennigrata – Dreyfusia nordmannianae“ წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის მოძიებასა და ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დანერგვას.

დაიგეგმა სამეცნიერო თანამშრომლობა ბიოკონტროლის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტსა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის. გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირებას და სხვ. თანამშრომლობა აუცილებელია კოლხეთში ბოლო წლებში გავრცელებული იმ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთაც დიდი ზიანი მიაყენეს ბიომრავალფეროვნებას, აგრობიომრავალფეროვნებას და შექმნეს რეგიონში სოციალური პრობლემები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა