ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„ციტრუსოვანთა გენეტიკური რესურსები საქართველოში“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,ციტრუსოვანთა გენეტიკური რესურსები საქართველოში“.  სემინარს უძღვებოდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ნელი ხალვაში. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, გან¬სა-კუთრებით შავი ზღვის სანაპირო რეგიონების ნიადაგურ-კლიმატურმა პირო¬ბებმა, განუმეორებელმა ჰავამ და ლანდშაფტების უნიკალურობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში უცხოური ეგზოტების, მათ შორის ციტრუსოვანთა ინტროდუქციას. ციტრუსებისადმი მოსახლეობის დაინტერესებამ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში ციტრუსოვანთა სადედე-საკოლექციო ბაღების, აღნიშნული პროფილის ექსპერიმენტული მეურნეობებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მძლავრი ინდ¬უ¬ს¬ტრიის შექმნას. ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი მრავალი ჯიში შეტანილია ციტ¬რუ¬სოვანთა მსოფლიო კატალოგში.

სემინარზე წარმოდგენილი იქნა მასალა ციტრუსების მნიშვნელობის, საქართველოში გავრცელების ისტორიისა და გენეტიკური რესურსების შესახებ. გაანალიზებული იქნა მეციტრუსეობის დარგის თანამედროვე პრობლემები. მიმოხილული იქნა ყველა ის სამუშაო, რაც ამ მიმართულებით ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში კეთდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა