10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში
9 აგვისტო 2018 წელი
10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში
9 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბსუ-ს ბიბლიოთეკაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომცემლობასთან ერთად „წიგნები ბათუმში“ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ატარებს დისკუსიას და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაციას.
წიგნის ავტორები მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა წარადგენენ ფოტოწიგნს “(S)hero(es)”. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და მონაწილენი გახდნენ, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.
სრულად