ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი
28 სექტემბერი 2018 წელი
28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიხსნება ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკი ასევე ითვალისწინებს ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.
სრულად