9 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბსუ-ს ბიბლიოთეკაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომცემლობასთან ერთად ,,წიგნები ბათუმში“ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ატარებს დისკუსიას და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაციას.
წიგნის ავტორები მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა წარადგენენ ფოტოწიგნს “(S)hero(es)”. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და მონაწილენი გახდნენ, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კონფლიქტოლოგი ირაკლი გორგილაძე და ომის მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი.
დასწრება თავისუფალია.
უკან |