საჯარო ლექცია - „კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში“
1 ოქტომბერი 2018 წელი
საჯარო ლექცია - „კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში“
9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: კულტურათა გლობალიზაცია: ხელოვნება და მობილობა მეთვრამეტე საუკუნეში. ევროპული კოლონიზაციის თანამედროვე ისტორიოგრაფია იმ ასიმეტრიული ურთიერთობებისკენ მიუთითებს, რაც დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის არსებობდა. უცხო კულტურებთან კონტაქტმა ხელი შეუწყო ახალი სახელოვნებო საქმიანობების, იდეების და პოლიტიკური ამოცანების აღმოცენებას მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების ევროპაში.
სრულად