საჯარო ლექციების ციკლი დიპლომატიის აქტუალურ საკითხებზე

სურათი

26-28 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო ლექციების ციკლი გაიმართება. მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი, მამუკა ციხელაშვილი, არჩილ ყარაულაშვილი და ნიკოლოზ რთველიაშვილი ლექციებს წაიკითხავენ დიპლომატიის აქტუალურ საკითხებზე. 

საჯარო ლექციებზე განხილული იქნება შემდეგი თემები: „თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია (როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური სამსახური, როგორ მყარდებოდა და ვითარდებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები)“, „საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის პრაქტიკულ ასპექტები“, „საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სივრცეში: ევროკავშირი, ნატო“, „საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები  გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ასპექტში“ და „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები“.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება თემაზე: „საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სივრცეში: ევროკავშირი, ნატო“.

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა