ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ბსუ-ში
6 დეკემბერი 2019 წელი
ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა ზურაბ კვირკვაიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები - გამოწვევები და პერსპექტივები“. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე და განიხილეს ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის პროცესი - გამოწვევები და მიღწევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.