
ახალგაზრდა იურისტთა განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ბსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა გიგა ფარტენაძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „დებატების ხელოვნება“. შეხვედრაზე განხილული იყო დებატების მნიშვნელობა და აქტუალობა საზოგადოებაში. გიგა ფარტენაძემ ასევე ისაუბრა დებატების განსხვავებულ ფორმატებზე, რომლთაგან შეარჩიეს ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი შემდგომში დებატების პრაქტიკულად განხორციელებისათვის.
უკან |