იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ბსუ-ში

სურათი

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა ზურაბ კვირკვაიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები - გამოწვევები და პერსპექტივები“. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე და განიხილეს ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის პროცესი - გამოწვევები და მიღწევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ბსუ-ში მოხსენებები წარმოადგინეს: საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ  ანნა მდინარაძემ, აჭარის ა/რ რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა  ნათია გორგილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ, ბსუ-ს ლექტორმა ნიკოლოზ მეგრელიშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ინეზა მჟავანაძემ.

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა