სამეცნიერო სემინარი " როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები" . სემინარს წარმოადგენს ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია. ჩატარების თარიღი - 27 ივნისი, 12 საათი.
25 ივნისი 2019 წელი
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. ტერმინი „პრაქტიკის კვლევა“ ეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციოფსიქოლოგს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდა „უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“. იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს.
სრულად