გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“
27 თებერვალი 2020 წელი
გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“
27თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“ გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში 13:00 საათზე, 509-ე აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე:„ქართული ჰერალდიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
სრულად