27 თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“ გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში 13:00 საათზე, 509- ე აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე: „ქართული ჰერალდიკა“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა და სახელმწიფო ატრიბუტიკა: უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია.
გამოფენა, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
უკან |