
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოში, 1921 წლის თებერვალ-მარტში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. 99 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა.
უკან |