ლიეტუვის მოკლევადიანი სახელმწიფო სტიპენდია მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში სწავლისთვის
1 მარტი 2024 წელი
ლიეტუვის მოკლევადიანი სახელმწიფო სტიპენდია მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში სწავლისთვის
ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს ლეტუვის სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსს. ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2024 წლის სასტიპენდიო პროგრამები მიღებას აცხადებს, როგორც სადოქტორო, სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე ბაკალავრებისათვის. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 550 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები -1100 ევროს, ასევე, მიიღებენ გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
სრულად