„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის განმეორებითი კონკურსი ბსუ-ს პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის განმეორებით კონკურსს ანჟეს  უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

მიმართულება  - ტურიზმი, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი;

ადგილების რაოდენობა - 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული;

მოთხოვნილი ენა - ინგლისური B2;

საკონტაქტო პირი - George CONRAD – KUTASHVILI  - george.conrad@univ-angers.fr

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

· კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/ მოწვეული მასწავლებელი რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საბუთები პერსონალისთვის:

· პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;

· ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);

· უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (იხილეთ დანართი 1);

· Europass CV (ინგლისურ ენაზე);

· კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

I ეტაპი

2024 წლის 01 მაისი - 13 მაისი (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე  https://registration.bsu.ge/Registration-1.php    და   ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლებისთვის ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და ელ.ფოსტაზე  info@bsu.edu.ge

II ეტაპი

გასაუბრება - 2024  წლის 15 მაისი.

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა