აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაცვლითი პროგრამების კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

უნივერსიტეტების და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ დანართი 1-ში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის);
  • ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
  • სტუდენტს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით);
  •  სტუდენტს, რომელსაც არ უსარგებლია აღნიშნული გრანტით.

  საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
  • აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი -  სააპლიკაციო დოკუმენტების  მიღება.

საბუთების წარმოდგენა - 2024 წლის 27 მაისი - 7 ივნისი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების შესაბამისი დონე (ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში  B2 -  11 ივნისი

სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან უცხო ენაში:

1.       ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში,

2.        თუ უკვე გაიარა ტესტირება ინგლისურ ენაში (B2) მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში და გადალახა დადგენილი ბარიერი.

მეორე ეტაპი - კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2024  წლის   12 ივნისი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა