ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსების შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის;  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  და    ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსების  თანამდებობების დასაკავებლად.
  2.  კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა)  2024 წლის 03 ივნისიდან 07 ივნისის ჩათვლით -  საკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,სამეცნიერო განყოფილების უფროსის კონკურსი- www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია;

ბ) არაუგვიანეს 2024 წლის 07 ივნისს,  17:00 საათისა - განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე ინფორმაცია  დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალები გადაეცეს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს;

გ) კონკურსი ჩატარდეს (ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული იქნეს შესაბამისი განყოფილებების უფროსების კანდიდატურები და წარდგენილი იქნეს შესაბამისი ინსტიტუტის დირექტორისათვის) - 2024 წლის 10 ივნისს;

დ) ბსუ-ს თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული განყოფილებების უფროსების კანდიდატურები, შესაბამისი ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცების შემთხვევაში წარედგინოს ბსუ-ს რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 11 ივნისისა და გამოიცეს ბრძანება გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე (ვადით - 2024 წლის 12 ივნისიდან 5 წლის ვადით - 2029 წლის 12 ივნისამდე).

3.. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსის                თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2024 წლის 12 თებერვლის N07-01/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის  დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

  1. ბსუ- წესდების თანახმად მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე აირჩევა:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წინამდებარე წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;

ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).  

  1. ბსუ- წესდების თანახმად, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ ასარჩევად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი იმპაქტ-ფაქტორის (The Clarivate Analytics Impact Factor) ან Q1-ს მქონე Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ  სამეცნიერო  ჟურნალში  ან  სამეცნიერო  ნაშრომი  Web of  Science  ან  Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ ჰუმანიტარული დარგის   სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან აქვს საერთაშორისო საპატენტო ორგანიზაციებში  რეგისტრირებული გამოგონება/ პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ე) გამოცემული აქვს  შესაბამისი მიმართულებით მონოგრაფია;

ვ) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);

ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

 

  1. ბსუ- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (ვადიანი) ასარჩევად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს (,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ მე-3 მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად 2025 წლამდე არჩევის პირობები):

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის   ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში  არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) გამოცემული აქვს  შესაბამისი მიმართულებით მონოგრაფია;

ე) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშორომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული  გამოგონება/პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის/მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
  2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსის   კონკურსში მონაწილე კონკურსანტმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანების შესაბამისად (ბრძანების დანართი №3 - ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალზე, მოდულში ,,სამეცნიერო განყოფილების უფროსის კონკურსი“)  და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

გ) საკონკურსო მიმართულებით მომზადებული მონოგრაფია (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში);

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

თ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა - თუკი უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას უთითებს კონკურსანტი; სასურველიათუკი ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას მთავარი/უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას უთითებს კონკურსანტი საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში);

ი) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე სამეცნიერო/აკადემიური პერსონალის შემთხვევაში საკმარისია ელექტრონული სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);  

კ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ  ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისა და საპროცედურო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ- საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N14) მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და წინამდებარე ბრძანების N2 დანართში აღნიშნული საკონკურსო დოკუმენტაცია);

ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;

ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან  შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე სამეცნიერო/აკადემიური პერსონალის შემთხვევაში არ არის სავალდებულო ელექტრონული სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთული და დადასტურებული მასალის წარმოდგენა);  

დ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  1.  ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი შეირჩევა შესაბამისი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატმა თუ ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს გაიმართება მე-2 ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. საუკეთესო შედეგის მქონე სამი კანდიდატიდან ორი თანაბარი ხმების მქონე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მე-2 ტურში მიიღებს მონაწილეობას სამივე კანდიდატი. კონკურსის მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს, ცხადდება ხელახალი კონკურსი. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სხდომას არ ესწრება ან კენჭისყრაში არ მონაწილეობს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ბსუ-ს რექტორის ბრძანებით ცხადდება ხელახალი კონკურსი.

 ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის- www.bsu.edu.ge კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად შემდეგი სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის N07-01/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა; ინსტიტუტების დებულებები).

  ბრძანება
  ელ. განაცხადის (ანკეტა) ფორმა
  ვაკანტური თანამდებობები - 20.05.2024 წ
  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დებულება
  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი (კოდიფიცლი 2024)
  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დებულება
  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დებულება
  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა