საერთაშორისო კონფერენცია ,,კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“
30 სექტემბერი 2010 წელი
საერთაშორისო კონფერენცია ,,კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“
ცნობილი არქეოლოგისა და აკადემიკოსის ოთარ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“. კონფერენცია 27 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პლენარული სხდომით დასრულდა. ოთხდღიან კონფერენციაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის, ევროპის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 250-მდე მეცნიერი მონაწილეობდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში დღემდე 1800-ზე მეტი მოხსენებაა გამოქვეყნებული
სრულად