1 დეკემბერი 2010 წელი

,,ერთად დავამარცხოთ შიდსი“ - ამ დევიზით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საინიციატივო ჯგუფის TNG-ის წარმომადგენლებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გამართეს. ახალგაზრდებმა ქალაქის ქუჩებში სპეციალური ფლაერები დაარიგეს. აქციის მონაწილეებმა კონფერენციაზე ,,მე მიყვარს სიცოცხლე“ აივ-ინფექციის გავრცელებისა და თავიდან აცილების საშუალებებზე ისაუბრენ. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სტუდენტური როკ-კონცერტით დასრულდა.