პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის გაფორმება
2 თებერვალი 2019 წელი

პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის გაფორმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, სან დიეგოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად