
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ლევან ბეჟანიძემ მოქალაქეებს სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, ბსუ-ს რექტორი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უკან |