გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”
19 მაისი 2020 წელი

გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”
გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემაზე: “პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მასალკინმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პოსტკორონისეული სამყარო და ჩვენ”. მომხსენებელმა ღონისძიებაზე ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: თუ რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში; რა გავლენას მოახდენს ის კომუნიკაციაზე (რომელიც განსაზღვრავს ცივილიზაციის რაობას); დემოკრატიის რაობაზე, - ხომ არ დაემატება დილემას - „თავისუფლება თუ უსაფრთხოება“, ახალი დილემა - „თავისუფლება თუ ჯამრთელობა“. რომელი პოლიტიკური იდეოლოგია და რეჟიმები აღმოჩნდებიან უფრო სიცოცხლისუნარიანები არსებულ მდგომარეობაში; რა შეიცვლება სოციალურ ურთიერთობებში - ატომიზაცია, რობინზონიზაცია, ახალი სოციალური ქცევა, ჩვევები და ა.შ.
სრულად