სტუდენტი გიორგი მახარაძე საქართველოს პარლამენტის კონკურსის გამარჯვებულია
27 დეკემბერი 2018 წელი
სტუდენტი გიორგი მახარაძე საქართველოს პარლამენტის კონკურსის გამარჯვებულია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი გიორგი მახარაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი მახარაძემ შეიმუშავა კანონპროეტი „საქართველოს კანონი კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება) მოსარგებლე მგზავრთა მომსახურების შესახებ“, რომლის მიზანია სამგზავრო სტანდარტების დამკვიდრება. კანონპროექტი ხელს შეუწყობს, ხარისხიან, უსაფრთხო, კომფორტულ მომსახურებას და მგზავრის, გადამზიდავის უფლებების დაცვას.
სრულად