სტუდენტები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ
28 ოქტომბერი 2022 წელი

სტუდენტები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ
სტუდენტები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ
სტუდენტები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ
სტუდენტები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი სასწავლო კურსის - ინოვაციური მარკეტინგი (ლექტორი, ასოცირებული პროფესორი ნანული მახარაძე) ბათუმის ტექნოპარკს ეწვია. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ჩართულობის გაზრდა ინოვაციური პროექტების მომზადების პროცესში და ამ მიზნით ტექნოპარკის სივრცის გამოყენება. ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკერიამ სტუდენტებს გააცნო ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა და საქმიანობის პრინციპები. დაიგეგმა მსგავსი შეხვედრის გაგრძელება და სასწავლო კურსის ფარგლებში ერთობლივი სიმულაციური პროექტის მომზადება.
სრულად