ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები - ნიკო ლეონიძე, ხათუნა თურმანიძე და ნონა ქოქოლაძე აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო კონფერნციებში. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ნიკო ლეონიძემ მონაწილეობა მიიღო 2021 წლის 16-17 თებერვალს გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაში. ახალგაზრდა მომხესენებელი ბიზნესის სექციის მიმართულებით მოხსენებით „ნაღდი ფულის მიმოქცევის მნიშვნელობა თანამედროვე სამეწარმეო-სამართლებრივი იურიდიული პირების ფუნქციონირებისთვის - რეალობა და პანდემიის გავლენა“ ( სამეცნიერო ხელმძღვანელი ვლადიმერ ღლონტი) წარსდგა.
ხათუნა თურმანიძე ევროკავშირისა და ევროპის სოლიდარული კორპუსის პროგრამის - „Cross-border Education, Culture and Entrepreneurship” ფარგლებში, შვიდი თვით 2021 წლის 23 იანვარს პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში გაემგზავრა. იგი ატარებს რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილებს, ჩართულია ადგილობრივი კულტურული ცენტრების აქტივობებში და სამეწარმეო მიმართულებით მონაწილეობს პოლონური ორგანიზაციის FRSP-ის სათაო ოფისის ყოველდღიურ საოფისე სამუშაოებში, ასევე უძღვება სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებსა და ტრენინგებს.
სტუდენტი ხათუნა თურმანიძე ასევე ჩართულია ნორვეგიის ლურჯი თაობის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ლურჯი ეკონომიკა“ (Norwegian Blue Generation Fund – „Blue Economy“). პარალელურად, გაიარა ევროპის სოლიდარული კორპუსის ერთკვირიანი ტრენინგი.
ნონა ქოქოლაძე 2021 წლის 23 იანვარს ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC_ის ექვსკვირიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა კიევში. გაცვლითი პროგრამა მოიცავს სტაჟირებას, მარკეტინგ-მენეჯმენტის მიმართულებით უკრაინის ბიზნესმენთა საერთაშორისო ორგანიზაცია FUBE-ში. ნონა ქოქოლაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო 16 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. ახალგაზრდა მომხსენებელმა წარადგინა ნაშრომი „რეკლამა და თანამედროვე ბიზნესი“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი გელა მამულაძე)
უკან |