ვიზიტი შჩეცინის უნივერსიტეტში
18 ივლისი 2023 წელი

ვიზიტი შჩეცინის უნივერსიტეტში
ვიზიტი შჩეცინის უნივერსიტეტში
ვიზიტი შჩეცინის უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტი იამზე სურმანიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა შჩეცინის უნივერსიტეტში (პოლონეთი). იამზე სურმანიძემ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციის მოკლე კურსი ეკონომეტრიკაში. მობილობის ფარგლებში იამზე სურმანიძე შეხვდა სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს დარგობრივი გამოცდილება და სწავლების მეთოდები.
სრულად