
13-17 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვროცლავის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ევროპის მცოდნეობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იაკუბ ბორნიო იმყოფებოდა. ასისტენტ პროფესორმა იაკუბ ბორნიომ ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა ციკლი შემდეგ თემაზე: „ევროპის უსაფრთხოების აღმოსავლური განზომილება“. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი გაეცნო აჭარის ღირსშესანიშნაობებს.