4 ივლისი 2023 წელი

27 ივნისს - 1 ივლისს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი მარტინ პინკოში იმყოფებოდა. მარტინ პინკოში ერთი კვირის განმავლობაში ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობების გზები.