არსენ გვენეტაძის საჯარო ლექცია თემაზე: „შეუძლებელი არაფერია“
24 თებერვალი 2018 წელი
არსენ გვენეტაძის საჯარო ლექცია თემაზე: „შეუძლებელი არაფერია“
24 თებერვალს, 18:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება არსენ გვენეტაძის საჯარო ლექცია თემაზე: „შეუძლებელი არაფერია“.
არსენ გვენეტაძე გახლავთ ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი. აგრეთვე, ეწევა საქმიანობას საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროში, მისი ფერწერული ტილოები გამოიფინა ნიუ იორკში, მილანში, კანში, კაუნასში, ბერლინში, ოდესასა და საქართველოს გალერეებში.
საჯარო ლექცია პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ მიერ ტარდება.
სრულად