
1 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, თამარის დასახლება, გრიშაშვილის ქ. №5) თსუ-ს პროფესორი ბესიკ კალანდაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ დავამზადოთ კომპოსტი?“ საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ორგანული ნარჩენების მარტივი და საჭირო მეთოდი - კომპოსტირება. ღონისძიება სტუდენტური კონკურსის „ეფექტიანი ცვლილებების“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
უკან |