ბსუ-ში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
11 თებერვალი 2023 წელი

ბსუ-ში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება
11 თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 129-ე აუდიტორიაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება. ახალგაზრდა მეცნიერები ისაუბრებენ სამეცნიერო სფეროში თავიანთი წარმატების ისტორიებზე: კვლევის ეტაპებზე, გამოწვევებსა და სირთულეების გადალახვაზე, გაუზიარებენ სასარგებლო რჩევებს ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს.
სრულად