ბსუ-ში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

სურათი

11 თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 129-ე აუდიტორიაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება. ახალგაზრდა მეცნიერები ისაუბრებენ სამეცნიერო სფეროში თავიანთი წარმატების ისტორიებზე: კვლევის ეტაპებზე, გამოწვევებსა და სირთულეების გადალახვაზე, გაუზიარებენ სასარგებლო რჩევებს ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს.

მოდერატორი - ფილოლოგიის დოქტორი, სამეცნიერო კვლევების სამსხურის უფროსი თამარ მაჭუტაძე.

მონაწილეები:

თეა ქოიავა - ბსუ-ს საბუნესბიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი

სამეცნიერო ინტერესის სფერო:  მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, გენეტიკა;

თათია ცეცხლაძე - ფილოლოგიის დოქტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფერო: ლინგვისტიკა, გენდერი;


თამილა თურმანიძე- ბსუ-ს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი

სამეცნიერო ინტერესის სფერო: ეკონომიკური პოლიტიკა, გენდერი, შრომის ბაზარი;

მარიამ კორინთელი- ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი

სამეცნიერო ინტერესის სფერო: თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თანამედროვე თარგმანის საკითხები;

მაკა მურადაშვილი - ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი

სამეცნიერო ინტერესის სფერო: მცენარეთა ბაქტერიული დაავადებები და მათთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალებები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა