წიგნის -“ჯონათან გალიბლის თავგადასავლი – თავისუფალი ბაზრის ოდისეა” პრეზენტაცია

სურათი

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, წიგნის -“ჯონათან გალიბლის თავგადასავლი – თავისუფალი ბაზრის ოდისეა” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი მარტივ ენაზე გვიხსნის ეკონომიკის, პოლიტიკის, ქვეყნების სიმდიდრისა და სიღარიბის ფუნდამენტურ საკითხებს.

წიგნმა სხვადასხვა დროს არაერთი ჯილდო მიიღო. მათ შორის: ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ დაწესებული ლეონარდ ე. როდის წიგნების პრემია წარჩინებისთვის ეკონომიკური განათლების სფეროში; ველი ფორჯის თავისუფლების ფონდის მიერ დაწესებული ლიევის სახელობის პრემია წარჩინებისთვის კერძო სამეწარმეო განათლების სფეროში; ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საპატიო ორდენები ეკონომიკური განათლების და საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში შეტანილი წვლილისთვის

ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის მილთონ ფრიდმანის აზრით , ,,ეს წიგნი უდავოდ წარმოადგენს ეკონომიკის ძირითად პრინციპებს მარტივ და გასაგებ ენაზე”.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა