„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა“
15 მარტი 2023 წელი
„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა“
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას. „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები. შეფასებისთვის მიიღება ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შეფასებისთვის მიღებული პროექტების როგორც პირველად შეფასებას, აგრეთვე, დეტალურ შესწავლას განახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
სრულად