გამოცხადდა უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო კონკურსი
23 თებერვალი 2023 წელი
გამოცხადდა უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო კონკურსი
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „პროფესიული და უმაღლესი განათლება" პროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა" ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. საგრანტო კონკურსის მიზანია, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.
სრულად