ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და აგროეკოლოგიის სპეციალობის სტუდენეტებისათვის პროექტის "ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტიპენდიანტი" ფარგლებში აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გაცნობებთ, რომ „ჰორიზონტი 2020“-ი აცხადებს კონკურსს „კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებული უბედურებებთან გამკლავება: საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“. კონკურისის მთლიანი ბიუჯეტი 82 330 000 ევროა. საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 აგვისტო 17:00 საათი (ბრიუსელის დროით).