ქალაქ ბათუმის მერიის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის ,,ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებების" ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება სამთო ახალგაზრდული ბანაკი.
ღონისძიება ითვალისწინებს საზაფხულო ბანაკების მოწყობას საქართველოს მთიანეთში (სვანეთი, რაჭა და ყაზბეგი,) სადაც ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში იცხოვრებენ კარვებში, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ისწავლიან ტურისტული ტექნიკის გამოყენებას (თანაბარი განიკვეთის თოკების ერთმანეთში გადაკვანძვა, სამთო აღჭურვილობის გამოყენებას, კარვის აწყობა, ზურგჩანთის ჩალაგება, მდინარეზე თოკით გადასვლა). სამთო ბანაკის ფარგლებში ასევე დაგეგმილია: სპორტული შეჯიბრებები, ყოველდღიური ლაშქრობები, ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საღამოები. აკლიმატიზაციის შემდეგ მონაწილეები ავლენ მწვერვალზე.
სამთო ახალგაზრდულ ბანაკში მსურველებს შეარჩევს შესაბამისი კომისია გასაუბრების, სამოტივაციო წერილისა და შევსებული აპლიკაციის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ 17-27 წლამდე ასაკის მქონე იმ პირებებს, რომლებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ ქ. ბათუმში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოხალისედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების განხორციელების პროცესში ან მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სამოქალაქო საქმიანობაში. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი სარეკომენდაციო წერილის სახით.
სამთო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის 12 ივნისის 18:00 საათამდე მიმართეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურს (აუდიტორია #13).
უკან |