„განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გამართულ ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012”- ში მიიღო მონაწილეობა. რსუ-ს სტუდენტებმა და განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა ყველა დაინტერესებულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამები, სწავლების პირობები, სტუდენტური ცხოვრება, გაცვლითი და სოციალური პროგრამები გააცნეს. დაიგეგმა თანამშრომლობის დამყარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირება. განათლების კვირეული 23 თებერვალს გაიხსნა და მასში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულების, 13 უცხოური უნივერსიტეტის, კოლეჯისა და უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები იყო წარმოდგენილი. განათლების საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.