პროფესორმა იმენ ხანჩელმა ბსუ-ში სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩაატარა
15 დეკემბერი 2023 წელი

ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, ტუნისის ბიზნესის უმაღლესი სკოლის პროფესორმა იმენ ხანჩელმა 13-15 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „კომუნიკაცია“. ტრენინგი ითვალისწინებდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც დაეხმარა სტუდენტებს განხილული თემატიკის გათავისებასა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. სასწავლო კურსის მიზანი იყო ეფექტიანი კომუნიკაციისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმატებით განხორციელებას. ტრენინგი ჩატარდა ფრანგულ ენაზე და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საფეხურისა და ფაკულტეტის სტუდენტმა.
სრულად